Monday, December 19, 2016

                                                      ტრენინგის  9-ე დღე !!!!!
                                                         თვითრეფლექსია.



               დღე არის ტრენინგის ბოლო დღე,რომელიც არის ყველაზე ამაღელვებელი მომენტი,რადგან დღეს გავაკეთეთ ჩვენი პროექტის პრეზენტაცია,ასევე მოვისმინეთ ერთმანეთის პრეზენტაციები,ყველა პროექტი გამოირჩევა თავისი საჭიროებით და მნიშვნელობით.გადავხედეთ ჩვენს აქამდე შექმნილ ყველა ნამუშევარს და პრეზენტაცია გავაკეთეთ ამის მიხედვით.პროექტმა დამანახა თუ რამდენად მნიშვნელოვანია მოსწავლეებში განვავითარო პროექტებით სწავლების უნარი,უღრმესი მადლობა ამისათვის ტრენერს.ბევრი რამ ვისწავლე თავად ტექნოლოგიების თვალსაზრისით,რასაც აუცილებლად გამოვიყენებ სწავლის პროცესში.

Sunday, December 18, 2016

                                                    ტრენინგის 8 ე დღე !!!!!!!!!!
                                                     თვითრეფლექსია !!!!!!!!!



         დავასრულეთ დოკუმენტაცია რაც გვაკლდა,გადავხედეთ პროექტის გეგმებს,ბლოგზე შევქმენით გვერდები და დავდეთ პორტფოლიო,შევქმენით კითხვარი,გავეცანით ფასილიტაციის მასალებს,ფასილიტაციისთვის შევქმენით ონლაინ კითხვები.

Saturday, December 17, 2016

                                            ტრენინგის 7 -ე დღე !!!!!!!!
                                              თვითრელფექსია.



         დღეს ვიმუშავეთ ყველაზე მნიშვნელოვან და ძირითად საკითხებზე.შევიმუშავეთ პროცედურებისთვის ჩონჩხი,შაბლონი,დავწერეთ მიზნიდან გამომდინარე აქტივობები,შევიმუშავეთ სასწავლო პროცედურებში,ზოგადი,კითხვები,თემატური და შინაარსობრივი,გავეცანით გარდნერის მრავალმხირივი ინტელექტის თეორიას და ვიმსჯელეთ და შევიმუშავეთ კითხვარი მოსწავლეთა სხვადასხვა ინტელექტის შესახებ და სწავლების დიფერენცირების საკითხებზე.გავეცანით მოსწავლეთა მხარდაჭერის დოკუმენტებს და დავამზადეთ ხარაჩო,პრეზენტაციის შაბლონი.

Friday, December 16, 2016

                                        ტრენინგის 6 ე დღე
                                        თვითრელფექსია



      საკმაოდ დატვირთული დღე იყო დღეს,ვიმუშავეთ 5 მოდულის მიხედვით მთლიანად,განვიხილეთ პროექტის გეგმის ჩეკლისტი.შეფასების კრიტერიუმები ჩამოვწერეთ და შევიტანეთ შესაბამის გრაფაში,თავისი განმავითარებელი კომენტარებით.

Sunday, December 11, 2016

                                           ტრენინგის 5 დღე !!!!!!!
                  
                                         თვითრეფლექსია.   



      იყო  აქტიურად დატვირთული,საკმაოდ ბევრი ვიმუშავეთ,განვიხილეთ 3 -4 მოდულები. კონსტრუქციული უკუკავშირის მიცემის სტრუქტურა და მიმართულება.დავწერე საშინაო დავალება, მიზნებიდან გამომდიანრე აქტივობები და ამიტომ გამიადვილდა
მისი გადატანა კონკრეტულ  ფაილში.დავწერეთ კომენტარები ერთმანეთის ბლოგებზე.
გავეცანით საავტორო უფლებების შესახებ ინფორმაციას.ჩავდექით მოსწავლის როლში და შევასრულეთ მოსწავლის ნაშრომი,ვიმუშავეთ POWER POINT -- ში და შევქმენით ჩვენი პროექტის სლაიდები.მოგვეცა დავალება დავასრულოთ სლაიდების შექმნა.

Saturday, December 10, 2016

                                             ტრენინგის მეოთხე დღე  !!!!!!!!!
                                                  თვითრელფექსია



            დღეს გავაკეთეთ  2 მოდულის მესამე აქტივობა.ჩამოვწერეთ ზოგადი,თემატური და შინაარსობრივი კითხვები.  დავწერეთ შეფასების კრიტერიუმები, ვიმუშავეთ შეფასების რუბრიკებზე.მოსწავლეთა საჭიროებების შესაფასებლად შევქმენით "ვიცი,მინდა ვიცოდე,ვისწავლე" კოგნიტური დიაგრამა,ვისწავლეთ ცხრილებში მუშაობა.
მოგვეცა დავალება მიზნებიდან გამომდინარე დავსახოთ და ჩამოვწეროთ აქტივობები.ნაყოფიერი და შედეგიანი ტრენინგი იყო,როგორც ყოველთვის !!!!!!!!

Friday, December 9, 2016

                                                      ტრენინგის 3 დღე.
                                                      თვითრელფექსია.




         ისევე როგორც წინა ტრენინგის დღეები,ეს დღეც საკმაოდ ნაყოფიერი იყო ჩემთვის.პროექტის გეგმა  შევუსაბამეთ ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ მიზნებს და აქტივობებს, ბლუმის ტაქსონომიის მიხედვით ზმნები შევუსაბამეთ მაღალი სააზროვნო უნარების პროექტის გეგმას.გავიარეთ 2 მოდულის 1-2 აქტივობები.განვიხილეთ ზოგადი,თემატური და შინაარსობრივი კითხვები.რაც დაგვეხმარება პროექტის მსვლელობაში.გვაქვს დავალება,ჩამოვწეროთ ზოგადი,თემატური და შინაარსობრივი კითხვები.